(ამოცანა, დავალება) ფართო გაგებით: რთული თეორიული ან პრაქტიკული კითხვა, რომელიც მოითხოვს შესწავლასა და გადაჭრას; მეცნიერებაში: წინააღმდეგობრივი სიტუაცია, რომელიც ამა თუ იმ ობიექტების, მოვლენების ან პროცესების შესწავლაში ვლინდება მოწინააღმდეგე პოზიციების სახით; ცხოვრებაში პრობლემა ფორმულირდება ხალხისათვის გასაგები სახით: „ვიცი-რა, არ ვიცი-როგორ“, ესეიგი ცნობილია, რა უნდა მივიღოთ, მაგრამ არ ვიცით, როგორ მივიღოთ.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.