მეცნიერება მომავლის წინასწარმეტყველებისათვის. ფილოსოფია სვამს პროგნოზირების (ფუტუროლოგიის) ორ პრობლემას: პირველი მომავალი არ არსებობს როგორც ობიექტი,მეორე პროგნოზირება, როგორც ყოფიერების განვითარების ტენდენციის კვლევა, არ არის მეცნიერება, იმავდროულად: ნებისმიერი თეორია, საზოგადოებრივი ცნობიერების ნებისმიერი ფორმა გულისხმობს მომავლის შესახებ ფიქრებს, მომავლის იმედის გარეშე აზრი არა აქვს ახლანდელობას. პროგნოზირება და დაგეგმარება მენეჯმენტის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციებია. პროგნოზირებისათვის იყენებენ სტატისტიკურ მეთოდებს და მეთოდებს, შექმნილს ექსპერტების შეფასებათა საფუძველზე.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.