|

პა პე პი პლ პო პრ
პრა პრე პრი პრო

პროგრესის მონიტორინგი

განმავითარებელი შეფასების ქვეკატეგორია. პროგრესის მონიტორინგი შუალედური შეფასების ერთ-ერთი ფორმაა (შეფასება), რომელიც ითვალისწინებს შეფასების პროცედურების განმეორებით გამოყენებას. პროგრესის მონიტორინგის მეშვეობით დგინდება მოსწავლის ამჟამინდელი მდგომარეობა, მისი მრავალჯერადი გამოყენებით კი შეიძლება სწავლის დინამიკის განსაზღვრა და სამომავლო მიზნების დასახვა. პროგრესის მონიტორინგის ხშირი გამოყენება იძლევა მოსწავლის აკადემიური ზრდის დინამიკის ზუსტი გაზომვის საშუალებას. განმავითარებელი შეფასება.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9