მათემატიკური აზროვნების სპეციფიკური ტიპი.აზროვნების ეს ტიპი ყველაზე რთულია. ის მოსწავლე, რომლის აზროვნებაშიც ამ ტიპის სტრუქტურა ჭარბობს, მიდრეკილია იმისკენ, რომ საგანი განიხილოს ყოველმხრივ, ყველა თვალსაზრისით, სხვადასხვა კუთხით, განიხილოს ამოცანის ამოხსნის ყველა ვარიანტი. მას არ გამორჩება ამოხსნის გამოკვლევის არც ერთი მომენტი. მას აინტერესებს საგნის გამოყენების ყველა ვარიანტი თეორიაში და პრაქტიკაში. ასეთი ადამიანი აზროვნებს არასტანდარტულად, აოცებს გარშემომყოფებს ნებისმიერი (მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო) პრობლემის ამოხსნათა მრავალვარიანტულობით. ცხოვრებაში ასეთი ადამიანები არაორდინარული ინტელექტისანი არიან, უყვართ ლიდერობა.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.