კონკრეტულ პროფესიასა და სპეციალობაში განსაზღვრული ცოდნისა და უნარჩვევების დაუფლება. მრავალ ქვეყანაში პროფესიული განათლების მიღების ძირითადი გზაა სწავლება პროფესიულტექნიკურ, საშუალო სპეციალურ (სრული ან არასრული საშუალო განათლების ბაზაზე) და უმაღლეს (სრული საშუალო განათლების ბაზაზე) სასწავლო დაწესებულებებში. პრაქტიკაში დამკვიდრებულია, აგრეთვე, მუშების მომზადება საწარმოებში და საკურსო (კურსებზე) სწავლება. მუშებსა და სპეციალისტებს საშუალება აქვთ, განაახლონ და აიმაღლონ თავიანთი პროფესიული ცოდნა და უნარ-ჩვევები გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების დაწესებულებებში.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.