|

პა პე პი პლ პო პრ
პრა პრე პრი პრო

პროფესიული ლიცეუმი

უწყვეტი პროფესიული განათლების ცენტრი (ტექნიკური, სამშენებლო, კომერციული და ასე შემდეგ); დაწყებითი პროფესიული განათლების დაწესებულება. პროფესიული ლიცეუმი ახორციელებს რეალიზაციას დაწყებითი და საშუალო პროფესიული განათლების ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამებისა, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსწავლეთა მიერ კვალიფიკაციის ამაღლებული დონის კონკრეტული პროფესიის შეძენას, აუცილებელ შემთხვევებში საშუალო პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობით. დაწესებულების ეს ტიპი დაწყებითი პროფესიული განათლების განვითარების საყრდენი ცენტრია, რომლის ბაზაზე შეიძლება ჩატარდეს მეცნიერული კვლევები საგანმანათლებლო პროცესის შინაარსისა და სასწავლო-პროგრამული დოკუმენტაციის სრულყოფის თაობაზე, რაც საბაზრო მიმართებების პირობებში უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას. პროფესიულ ლიცეუმებზე ვრცელდება დაწყებითი პროფესიული განათლების დაწესებულების ყველა უფლება და მოვალეობა.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9