|

პა პე პი პლ პო პრ
პრა პრე პრი პრო

პროფესიული სასწავლებელი

დაწყებითი პროფესიული განათლების დაწესებულება, რომელიც ახორციელებს დაწყებითი პროფესიული განათლების საგანმანათლებლო პროგრამების რეალიზაციას, უზრუნველყოფს მოსწავლეთა მიერ კვალიფიკაციის შესაბამისი დონის კონკრეტული პროფესიის შეძენას, ზოგადი (სრული) საშუალო განათლების მიღებით ან მის გარეშე. პროფესიული სასწავლებელი დაწყებითი პროფესიული განათლების დაწესებულების ძირითად ტიპს წარმოადგენს და ეწევა მუშებისა და მოსამსახურეების კვალიფიცირებული კადრების მასიურ მომზადებას. ამ სასწავლებლის ბაზაზე შეიძლება ხორციელდებოდეს მოწინავე მეთოდიკების დამუშავება და დანერგვა დაწყებითი პროფესიული განათლების დარგში, კვალიფიცირებული კადრების მომზადების შესაბამისი პროფილით და ამით მიღწეულ იქნას პროფესიული განათლებისა და პროფესიული მომზადების მაღალი დონე.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9