ეროვნული პროფესიული სააგენტოს მიერ დამტკიცებული, პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს შემადგენელი დოკუმენტი, რომლითაც განსაზღვრულია ის პროფესიული ცოდნა, უნარ-ჩვევები და კომპეტენციები, რომლებსაც უნდა ფლობდეს კონკრეტული პროფესიის წარმომადგენელი; ეს ის დოკუმენტია, რომლითაც განისაზღვრება შესაბამისი პროფესიული განათლების საფეხურები, მათი მინიმალური მოცულობა კრედიტებში და თითოეული საფეხურისათვის სავალდებულო ცოდნა, უნარები და ღირებულებები, ასევე დგინდება პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე დამატებითი მოთხოვნები.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.