კვლევის ობიექტი სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი დაწყებითი, საშუალო და უმაღლესი პროფესიული განათლების დაწესებულებებში. საგანი პროფესიული განათლების კანონზომიერებები, შინაარსი, ფორმები, მეთოდები და საშუალებები. როგორც პროფესიული პედაგოგიკის შემადგენელი ნაწილები, ვითარდება პედაგოგიკები: პროფესიული ტექნიკური განათლების, უმაღლესი სკოლის, საშუალო სპეციალური განათლების, რომელთაც გააჩნიათ საქმიანობის ლოკალური ობიექტები და საგნები.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.