სხვადასხვა ტიპისა და პროფილის სასწავლებლები და სკოლები, რომლებიც ახორციელებენ კვალიფიცირებული მუშების მომზადებას; პროფესიულ-ტექნიკური განათლების სისტემის ძირითადი რგოლი. სანამ გამოჩნდებოდა მანქანური ინდუსტრია, მუშათა პროფესიული სწავლება მიმდინარეობდა ძირითადად ხელოსნობის სწავლების დონეზე, თუმცა, ცალკეული პროფესიული სასწავლო დაწესებულებები ძველი დროიდან არსებობდა. პირველი პროფესიულ-ტექნიკური სკოლები შეიქმნა გერმანიაში მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში, საფრანგეთში მეცხრამეტე საუკუნის დასწყისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მეცხრამეტე საუკუნის 70-იან წლებში, შემდეგ სხვაგანაც. ამ სკოლებმა ფართო გამოყენება ჰპოვეს მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებიდან.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.