(სიახლოვე)ფსიქოლოგიისა და სემიოტიკის განსაკუთრებული სფერო, რომელიც სწავლობს ურთიერთობის ორგანიზაციის სივრცით და დროით ნორმებს. პროცესის ორგანიზაციის სივრცე და დრო ქმნიან განსაკუთრებულ ნიშნიერ სისტემას, ატარებენ აზრობრივ დატვირთვას, წარმოადგენენ კომუნიკაციური სიტუაციის კომპონენტებს. ამ ნორმების ცოდნა საშუალებას მისცემს მასწავლებელს, კვალიფიცირებულად ააგოს პედაგოგიური ურთიერთობები.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.