(ჩინი წესრიგში მოყვანა) შეგროვებული მონაცემების რანგის განსაზღვრა, მათი განთავსება განსაზღვრულ თანმიმდევრობაში (დაფიქსირებული მაჩვენებლების ზრდადობით), შესასწავლი ობიექტების ადგილის განსაზღვრა ამ რიგში (მაგალითად, მოსწავლეთა სიის შედგენა გაცდენილ მეცადინეობათა დინეობათა რაოდენობის მიხედვით და სხვა.). ეს არის მოცემული მონაცემების განთავსება მკაცრად შერჩეული თანამიმდევრობით და ამ თანამიმდევრობაში საკვლევი ობიექტის ადგილის განსაზღვრა. რანჟირებისას შესასწავლი ობიექტები წესრიგდება (ეწყობა მწკრივში) ამა თუ იმ თვისების გამოხატულების ხარისხის მიხედვით. ამ მწკრივში პირველი ადგილი უჭირავს იმ ობიექტს, რომელიც ხასიათდება მოცემული ხარისხის ყველაზე მაღალი დონით. ამ დონეს მიეწერება უმაღლესი ქულა (რიცხვითი მნიშვნელობა შეირჩევა ნებისმიერად). შემდეგ, რანჟირებული მწკრივის ყოველ ობიექტს მიენიჭება ნაკლები მნიშვნელობები შესაბამისი ადგილების მიხედვით.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.