(გონება)მეთოდი, რომლის თანახმადაც ადამიანთა შემეცნებისა და მოქმედებების საფუძველია გონება. ეს არის შემცნების თეორიის მიმართულება, რომელიც ჭეშმარიტი ცოდნის ერთადერთ წყაროდ გონებას მიიჩნევს. რამდენადაც ჭეშმარიტების ინტელექტუალური კრიტერიუმი მიღებული იყო მრავალი მოაზროვნის მიერ, რაციონალიზმი არ არის რომელიმე გარკვეული ფილოსოფიის მახასიათებელი ნიშანი; გარდა ამისა, შემეცნებაში გონების ადგილის შესახებ არსებობს ერთმანეთისაგან განსხვავებული მოსაზრებები. თანამედროვე ფილოსოფიაში რაციონალიზმის იდეებს ავითარებს, მაგალითად, ლეო შტრაუსი, რომლის აზრით რაციონალური მეთოდის გამოყენება უმჯობესია მაიევტიკის მეშვეობით, რაციონალიზმი უპირისპირდება როგორც ირაციონალიზმს, ისე სენსუალიზმს.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.