(წრებრუნვა, მობრუნება) რომელიმე ობიექტის, მოვლენის ან პროცესის განსაზღვრა, აღწერა, გამოსახვა თვით ამ ობიექტის, მოვლენის ან პროცესის შიგნით, ე. ი. სიტუაცია, როცა ობიექტი, მოვლენა ან პროცესი თავისი თავის ნაწილია. ტერმინი „რეკურსია“ გამოიყენება ცოდნის სხვადასხვა სპეციალურ სფეროებში ლინგვისტიკიდან ლოგიკამდე, მაგრამ ყველაზე მეტი გამოყენება მან ჰპოვა მათემატიკასა და ინფორმატიკაში. რეკურსიის მაგალითია სარკეების უსასრულო წყება, რომელსაც ქმნის ერთმანეთის წინ დადგმული ორი სარკე.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.