|

რა რე რთ რი რო
რეა რეგ რედ რევ რეი რეკ რელ რემ რეპ რეს რეტ რეფ რექ რეც

რელაქსაცია

(დასუსტება) მუსკულატურის ტონუსის დაწევა. რელაქსაცია შეიძლება მიღწეულ იქნას სპეციალური ფსიქოფიზიოლოგიური ტექნიკის, ფიზიოთერაპიისა და სამკურნალო პრეპარატების საშუალებით. დადგენილია, რომ რელაქსაცია ხელს უწყობს ფსიქიკური დაძაბულობის მოხსნას. ამის გამო, იგი ფართოდ გამოიყენება ფსიქოთერაპიაში. რელაქსაციამ, მედიტაციასთან ერთად, დიდი პოპულარობა მოიპოვა როგორც სტრესთან და ფსიქოსომატიკურ დაავადებებთან ბრძოლის საშუალებამ. რელაქსაცია განსაკუთრებით ეფექტურია იმ ადამიანებისათვის, რომელთაც კუნთოვანი ტონუსი მომატებული აქვთ. დამტკიცებულია, რომ ამაღლებული კუნთოვანი ტონუსი იწვევს დაავადებათა განვითარებას, ხოლო დაბალი კუნთოვანი ტონუსის მქონე ადამიანებისათვის რელაქსაციის ეფექტი ნაკლებია. კუნთოვანი ტონუსის მკვეთრი ან პროგრესირებადი დაცემა ან მომატება შეიძლება იყოს ავადმყოფობის შედეგი. პედაგოგის ამოცანაა, თვალ-ყური ადევნოს მოსწავლის კუნთოვანი ტონუსის მდგომარეობას.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9