|

რა რე რთ რი რო
რეა რეგ რედ რევ რეი რეკ რელ რემ რეპ რეს რეტ რეფ რექ რეც

რელიგიური პედაგოგიკა

პედაგოგიური აზრის ის მიმართულება, რომელიც პედაგოგიურ იდეებს პოულობს თეოლოგიურ შეხედულებებში. ამასთან, რელიგიური პედაგოგიკა იყოფა ორ შტოდ: ორთოდოქსალურ-კონფესიონალურ პედაგოგიკად და არაორთოდოქსალურ-მისტიკურ პედაგოგიკად. ორთოდოქსალური დადგენილი დოგმების, მოძღვრებების, შეხედულებების ერთგულია. ნებისმიერი ეკლესია მოითხოვდა თავის დოგმებთან მკაცრ შესაბამისობას. ორთოდოქსები დაჟინებით მოითხოვდნენ, მინდობოდნენ „თავიანთი“ რელიგიის ერთადერთ ჭეშმარიტებას. რელიგიური მიმართულების პედაგოგებიდან შეიძლება გამოვყოთ მოაზროვნეები, რომლებიც მიდრეკილნი არიან. ამა თუ იმ კონფესიისკენ და ისეთებიც, რომლებიც იდგნენ გარკვეული რელიგიური იდეოლოგიის მიღმა. პირველ ჯგუფს ეკუთვნიან ნეოთომიზმის პედაგოგიკის წარმომადგენლები: ბრუნეტიერი, ბერტუ, მარიტენი (საფრანგეთი), ფერსტერი (გერმანია), ჰატჩინზი, ადლერი (აშშ), მეორე ჯგუფს კი უაიტჰედი (ინგლისი), შტაინერი, ბუბერი (ავსტრია). წეოთომისტი პედაგოგები ცდილობდნენ სარწმუნოებისა და პედაგოგიკის სინთეზირებას. მაგალითად, ფერსტერი (1869-1956) ადამიანს განიხილავდა როგორც „ტრაგიკულ გაორებულ არსებას", რომელშიც ღმერთიდან ეშმაკამდე ჩარეულია სიკეთე და ბოროტება. ეს აორებულობა ჰუმანური მიმართულებით რომ იქნეს დაძლეული, ამბობდა იგი, საჭიროა, რომ ბავშვისგან მოვითხოვოთ „დისციპლინა და მორჩილება“ და ეს იქნება „სულიერი პიროვნების თავისუფლებისათვის მომზადება“.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9