აზროვნების სახე. რომელიც უზრუნველყოფს ამოცანის ამოხსნას ადრე მიღებულ ცნობილ ცოდნასა და ხერხებზე დამყარებით. ახალი დავალება შეესიტყვება ამოხსნის უკვე ცნობილ სქემას. მიუხედავად ამისა, რეპროდუქციული აზროვნება ყოველთვის მოითხოვს დამოუკიდებლობის გარკვეულ დონეს.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.