|

რა რე რთ რი რო
რეა რეგ რედ რევ რეი რეკ რელ რემ რეპ რეს რეტ რეფ რექ რეც

რესურსი

  1. Fr.
    (დამხმარე საშუალება)ყველაფერი, რაც გამოიყენება მიზნობრივი სახით. მათ შორის, ეს შეიძლება იყოს ყველაფერი, რაც გამოიყენება ადამიანის ან ხალხის მიზნობრივ საქმიანობაში და თვით საქმიანობაც.
  2. ადამიანის ან ხალხის რომელიმე საქმიანობის შესრულების რაოდენობრივად გაზომვადი შესაძლებლობა; პირობები, რომლებიც საშუალებას იძლევა გარკვეული გარდაქმნების მეშვეობით მიღწეულ იქნას სასურველი შედეგი. განზოგადებული სახით წარმოებაში რესურსებს ფაქტორები ეწოდება. ვიტალური რესურსების თეორიის თანახმად ყოველი ადამიანი მფლობელია ოთხი ეკონომიკური აქტივობისა: ფულადი სახსრების შემოსავალი), ენერგიის (ცხოვრებისეული ძალა), დროისა და ცოდნის ინფორმაციები). ფული აღდგენადი, განახლებადი რესურსია, ცხოვრებისეული ენერგია ნაწილობრივ განახლებადია, დრო ფიქსირებული და პრინციპულად არაგანახლებადი რესურსია, ხოლო ცოდნა განახლებადი რესურსია, ეს არის ადამიანური კაპიტალის ნაწილი, რომელიც შეიძლება გაიზარდოს, გამდიდრდეს და შეიძლება დაინგრეს კიდეც.
    Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9