(უკან მოქმედება)შეფერხებაეს არის დავიწყება, როდესაც ახალი ნასწავლი მასალა ძველად ათვისებულის გახსენებას ხელს უშლის. ესეიგი დავიწყების ერთ-ერთი მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ ახალი მასალის ათვისება აძნელებს ადრე დასწავლილის გახსენებას (კვლავწარმოებას).
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.