|

რა რე რთ რი რო
რეა რეგ რედ რევ რეი რეკ რელ რემ რეპ რეს რეტ რეფ რექ რეც

რეფერენცია

L.
(შემფარდებელი, შემპირისპირებელი)აქტუალიზირებული (მეტყველებაში ჩართული) სახელების, სახელთა ჯგუფების ან მათი ეკვივალენტების მიმართებულობა არაენობრივი სინამდვილის ობიექტებთან (რეფერენტებთან, დენოტატებთან). სხვა სიტყვებით, რეფერენცია არის ნიშნის შესატყვისობა არაენობრივი სინამდვილის ობიექტებთან კომუნიკაციების პროცესში. ტერმინს აქვს ფართო და ვიწრო გაგება. ფართო გაგებით: გამონათქვამში ყოველ სიტყვას თავისი რეფერენტი გააჩნია; ვიწრო გაგებით: რეფერენცია სიტყვის შესატყვისობაა ამ სიტყვით აღნიშნული კლასის ობიექტების მხოლოდ იმ ნაწილთან, რომელსაც მოლაპარაკე გამოყოფს თავის ცნობიერებაში. რეფერენცია განისაზღვრება სინტაქსური, ლოგიკურ-სემანტიკური და პრაგმატიკული ფაქტორებით. სიტყვის რეფერენტი არ იცვლება გრამატიკული ფორმის ცვლისას, მაგრამ შეიძლება შეიცვალოს ლექსიკური მნიშვნელობის ცვლის დროს.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9