უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელი. აღორძინების ხანაში რექტორი ერქვა მთავარ მასწავლებლებსა და მრავალკლასიანი სკოლების გამგეებს. საფრანგეთში რექტორი ეწოდება პირს, რომელიც მეთაურობს სასწავლო ოლქს („აკადემიას“).
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.