(შეფასება)არგუმენტირებული გამოხმაურება მეცნიერულ ნაშრომზე ან ლიტერატრულ-მხატვრულ ნაწარმოებზე. ნაშრომის რეცენზირების პროცესში განისაზღვრება პრობლემის აქტუალურობა, მისი გადმოცემისა და არგუმენტაციის სტრუქტურა და ლოგიკა, ფასდება სიახლის ხარისხი, ავტორისეული მიდგომის ორიგინალურობა, პრაქტიკული, მეცნიერული ან მხატვრული მნიშვნელოვნობა.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.