სკალა, რომელიც დანიშნულია სხვადასხვა ობიექტების რომელიმე ნიშნის ან თვისების განსხვავების ხარისხის გასაზომად (აღსანიშნავად). რიგობრივი სკალის ყველაზე ნათელი მაგალითია ცოდნისა და უნარ-ჩვევების საზომი უკვე ყოფილი 5-ბალიანი, თანამედროვე სასკოლო 10-ბალიანი, უმაღლეს სკოლებში 100-ბალიანი სისტემები. ამ სისტემებისთვის შემუშავებულია გაზომვის კრიტერიუმები და მეთოდები. გაცილებით უფრო რთულია რიგობრივი სკალის გამოყენება პიროვნების სხვა თვისებათა რაოდენობრივი შეფასებისას (აღმზრდელობით პროცესში).
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.