სწავლების მეთოდი, რომლის ძირითადი მიზანია, შეასწავლოს სპეციალისტებს პიროვნებათაშორისი ურთიერთობები და ურთიერთმოქმედებები პროფესიული საქმიანობის პირობებში. ამაშია მისი განსხვავება საქმიანი თამაშისაგან (მათ ხშირად ერთმანეთში ურევენ), რომელიც ორიენტირებულია მომავალი სპეციალისტის საგნობრივ-ტექნოლოგიური კომპეტენტურობის განვითარებაზე. ეს არის ერთობლივი ჯგუფური თამაში, რომელშიც ბავშვები მათ მიერ სპეციალურად შექმნილ სიუჟეტურ პირობებში თავიანთ თავზე ღებულობენ სხვადასხვა სოციალურ როლებს (დედის, მამის, მასწავლებლის, ექიმის, ბავშვის, მოსწავლის და მისთანა).
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.