|

რა რე რთ რი რო
როზ როლ როტ

როზენტალის ეფექტი

უნიკალური ფსიქოლოგიური ფენომენი, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი, დარწმუნებული რომელიღაც ინფორმაციის უეჭველობაში, ქვეცნობიერად იქცევა ისე, რომ ეს ინფორმაცია დადასტურდეს. ეგრეთ წოდებული „წინასწარმეტყველება“ განსაზღვრავს მასში დარწმუნებული ადამიანის საქმიანობის ხასიათს. სხვათაშორის, პიგმალიონის ეფექტი ხშირად დასტურდება პარანორმალურ მოვლენათა შემოწმებაში: მომხრეები რწმუნდებიან იმაში, რომ ეს მოვლენები არსებობს, მოწინააღმდეგეები იმაში, რომ ეს მოვლენები არ არსებობს. პიგმალიონის ეფექტი საგანმანათლებლო პროცესში ხშირადაა გამოსაყენებელი. იგი წარმოუდგენლად კარგ შედეგს იძლევა. მაგალითად, ვთქვათ, ბავშვი ახლო მომავალში უნდა მოხვდეს ახალ გარემოში (ახალი კლასი, სკოლა, სპორტული სექცია და სხვა.), როგორც წესი. ბავშვების უმრავლესობა განიცდის დისკომფორტს იმის გამო, რომ მათ მოუწევთ ურთიერთობა უცნობებთან, ფიქრობენ იმის შესახებ, თუ როგორ მიიღებენ ახალ კოლექტივში, ეშინიათ და ასე შემდეგ. თუ დამრიგებელი ეტყვის, რომ მას უკვე ჰქონდა ურთიერთობა იმ ადამიანებთან, რომლებთანაც მოუწევს შეხვედრა, ბავშვი განეწყობა დადებითად და ახალ კოლექტივში მოხვედრისას თავისთავად, ბუნებრივად მოიქცევა ადეკვატურად. ეს კი თავის შედეგს გამოიღებს და დამრიგებლის „წინასწარმეტყველება“ რეალიზებული იქნება. ამასთან, ამ ეფექტს. უარყოფითი მხარეც აქვს. ეს ერთერთია იმ ფაქტორებიდან, რომლებიც ემუქრება შინაგან ვალიდურობას. ის შეიძლება გამოვლინდეს კვლევის ნებისმიერ სტადიაზე და ნებისმიერ მეცნიერებაში: ექსპერიმენტის პროცედურის ჩატარების დროსაც. შედეგების დამუშავების დროსაც, კვლევის შედეგების ინტერპრეტაციის დროსაც და ასე შემდეგ რობერტ როზენტალმა მოცემულ მოვლენას პიგმალიონის ეფექტი უწოდა, რითაც პარალელი გაავლო ძველი ბერძნული მითოლოგიის ამ პერსონაჟთან.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9