ტერმინი აღნიშნავს საბაზო განათლების არაინსტიტუალიზირებულ ფორმას, ურომლისოდაც შეუძლებელია განსაზღვრულ პროფესიებში სპეციალური მომზადების მიღება. იგი მოიცავს: თეორიულ ცოდნას, როგორც პროფესიის მიღების ფუნდამენტურ საფუძველს (პოლიტექნიკური, ზოგადტექნიკური, ზოგადპროფესიული), რომელიც შეადგენს ბაზას შემდგომი პროფესიული განათლებისათვის; სასწავლო, ექსპერიმენტალურ და პოლიტექნიკურ უნარ-ჩვევებს, რომლებიც ნიშანდობლივია საქმიანობის სხვადასხვა სახისათვის და გამოხატავენ მის ზოგად თვისებებს, სხვადასხვა პროფესიოწალური ჯგუფის ნიშნებსა და მახასიათებლებს; საქმიანობის სახეებს, რომლებიც ახასიათებენ მოქმედებათა ზოგადობას მათი შესრულებისას (პროექტირება, დიაგნოსტიკა, ტექნოლოგიური პროცესის კონტროლი, საქმიანობის შედეგების აღრიცხვა და სხვა); პიროვნების ზოგად თვისებებს შრომისმოყვარეობა, დისციპლინირებულობა; რეაქციის სიზუსტეს აზროვნების სისტემურობას, მუშაობაში აკურატულობას; მისწრაფებას ექსპერიმენტალური, შრომითი და სხვა. საქმიანობისადმი; პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილებას, რომელიც მიღებულია პროფესიულ სკოლაში შესვლამდე.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.