აბ აგ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ
არა არტ არქ

არასრულწლოვანთა დანაშაული

  1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში, უმნიშვნელოვანესი ფუნქციის მატარებელია. იგი აერთიანებს იმ ძირითად ინსტიტუტებს, რომლებიც გამოიყენება კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებთან მიმართებით, იქნება ეს საერთაშორისო დონეზე აღიარებული სტანდარტები, სახელმძღვანელო დებულებები, პროცედურები თუ შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული კონკრეტული მექანიზმები. თავისი არსით არასარულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა კომპლექსურია და აერთიანებს ისეთ სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურას, სააგენტოს, უწყებას, ორგანიზაციას და დაწესებულებას, როგორიცაა: პოლიცია, პროკურორები, ადვოკატები, სასამართლო, სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, პრობაციის სამსახურები, სასჯელაღსრულებითი დაწესებულებები და სხვა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული სტანდარტები დადგენილია ოთხი ძირითადი დოკუმენტით:
  2. გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციის შესახებ,
  3. გაეროს სტანდარტული მინიმალური წესები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ადმინისტრირების შესახებ,
  4. გაეროს წესები თავისუფლებააღკვეთილი არასრულწლოვნების დასაცავად
  5. და სახელმძღვანელო პრინციპები სისხლის სამართლის სისტემაში ბავშვებთან დაკავშირებით მოქმედების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ოთხივე მათგანი ძირითადად რეკომენდაციის ხასიათს ატარებს, მათ მიერ დადგენილია მთელი რიგი დებულებები, რომელთა გათვალისწინებაც არასრწულოვანთა მართლმსაჯულების განვითარებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს. მთავარ დოკუმენტად კი რჩება გაეროს მიერ 1989 წელს მიღებული კონვენცია ბავშვთა უფლებების შესახებ .
    Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9