პირები, პირთა ჯგუფები, სახელმწიფო დაწესებულებები და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც დაკავებულნი არიან განათლების სისტემის ფუნქციონირებისა და განვითარების საკითხებით. იყოფიან ხუთ კატეგორიად:
სუბიექტები, რომლებიც ამუშავებენ საგანმანათლებლო პოლიტიკას;
სუბიექტები, რომლებიც ღებულობენ გადაწყვეტილებას მისი შინაარსის, მიმართულებებისა და განხორციელების ხერხების შესახებ;
განათლების ორგანიზატორები ეროვნულ, რეგიონალურ და ადგილობრივ დონეებზე;
განათლების დაწესებულებები;
პირები, რომლებიც ახორციელებენ სწავლებასა და პედაგოგიური საქმიანობის სხვა სახეებს.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.