(წერითი) მოსწავლეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების კონტროლისა და აღრიცხვის ერთ-ერთი ფორმა (ზეპირ გამოკითხვასთან, ლაბორატორიულ მუშაობასთან და სხვა მისთანების გვერდით). სწავლების პროცესში საკონტროლო სამუშაოები მსწავლებელ სამუშაოებთან ერთად უნდა შეადგენდნენ ერთიან სისტემას. საკონტროლო სამუშაოები შეიძლება იყოს საკლასო, საშინაო, მიმდინარე და საგამოცდო.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.