მოსწავლეთა კომპლექსური დამოუკიდებელი სამუშაო ეკონომიკაში, ჰუმანიტარულ სპეციალურ დისციპლინებში, ხელოვნებაში, ცალკეულ შემთხვევებში სპეციალურ საგნებში, რომელიც სრულდება სასწავლო საგნის შესწავლის დამაგვირგვინებელ ეტაპზე. საკურსო სამუშაოს შესრულების პროცესში სტუდენტები ხსნიან შემოქმედებითი ხასიათის გეგმიურ-ეკონომიკურ ან სასწავლო-კვლევით ამოცანებს.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.