|

სა სე
საა საბ საგ სად სავ საზ სათ საკ სამ სან საო საპ სას სატ საუ საქ საღ საშ საწ სახ საჯ

სამოქალაქო აღზრდა

  1. აღზრდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარეა მოქალაქის აღზრდა. მოქალაქე ტერიტორიულ-პოლიტიკური გაერთიანების, სახელმწიფოს წევრია, რომელსაც აქვს ამ წევრობასთან დაკავშირებული თავისი უფლებები და მოვალეობები. სამოქალაქო აღზრდა განვითარებაა, ფორმირებაა იმ თვისებებისა, რომლებიც აუცილებელია სახელმწიფოს წევრისთვის, კერძოდ: ეს არის პოლიტიკური კულტურა, სამართლებრივი კულტურა და პატრიოტიზმი. სამოქალაქო აღზრდის სამი მდგენელის გამოყოფა (პოლიტიკური აღზრდა, სამართლებრივი აღზრდა, პატრიოტული აღზრდა) აიხსნება ადამიანი-მოქალაქის მიმართებით: საზოგადოებისადმი.
  2. ეს არის ადამიანის განვითარება, საზოგადოებრივ-პოლიტიკურცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისაკენ მისი სწრაფვის ფორმირება (პოლიტიკური აღზრდა).
  3. სახელმწიფოსადმი. ეს არის ადამიანის განვითარება, სახელმწიფოს მიერ ქცევის დადგენილი ნორმების დაცვისაკენ მისი სწრაფვის ფორმირება (სამართლებრივი აღზრდა). ქვეყნისადმი, ეს არის ადამიანის განვითარება, ქვეყნის გაუმჯობესებისა და დაცვისაკენ მისი სწრაფვის ფორმირება (პატრიოტიზმის აღზრდა).
    Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9