|

სა სე
საა საბ საგ სად სავ საზ სათ საკ სამ სან საო საპ სას სატ საუ საქ საღ საშ საწ სახ საჯ

სამფაზიანი გაკვეთილი

  1. ინოვაციური გაკვეთილის ტიპი, რომელიც განისაზღვრება სამი ფაზით:
  2. გამოწვევა (მოლოდინების განსაზღვრა),
  3. შინაარსის რეალიზება (ცოდნის კონსტრუირება),
  4. რეფლექსია (გამთლიანება). გამოწვევა გულისხმობს; სასწავლო მიზნისა და შესაბამისი მოლოდინების განსაზღვრას, შინაარსთან დაკავშირებული წინარე ცოდნისა და გამოცდილების გააქტიურებას, წინარე ცოდნის არაფორმალურ შეფასებას, არასწორ წარმოდგენათა გამოკვეთას, პოზიტიური განწყობის შექმწას, ყურადღების კონცენტრირებას, ინტერესისა და სწავლის მოტივაციის გაღვივებას. შინაარსის რეალიზება გულისხმობს. სასწავლო მასალის გაცნობას, ინფორმაციის მოძიება-დამუშავებას, ახალი ცოდნის კონსტრუირებას, ძირითადი საკითხებისა და ქვესაკითხების გამოკვეთას, გაკვეთილისადმი პიროვნული კავშირების გარკვევას, შეკითხვების დასმას, მოლოდიწების გადახედვასა და რეალურ პროცესთან შედარებას. რეფლექსია გულისხმობს. ძირითადი იდეების შეჯამებას, ჩამოყალიბებული ცოდნისა და სარგებლიანობის განსაზღვრას, ცოდნის გაღრმავებისათვის საჭირო ახალი შეკითხვების ჩამოყალიბებას, სასწავლო პროცესში.
    Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9