პედაგოგიკის დარგი, რომელიც წარმოადგენს ზოგადი პედაგოგიკის ინტეგრაციას სამხედრო მეცნიერებაში. სწავლობს სამხედრო მოსამსახურეთა და სამხედრო კოლექტივების სწავლების, აღზრდისა და ფსიქოლოგიური წრთობის კანონზომიერებებს, საომარ დავალებათა შესრულებისათვის მათი მომზადების საკითხებს, განსაზღვრავს სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის პრინციპებს, ფორმებსა და მეთოდებს. როგორც მეცნიერულ-პრაქტიკული ცოდნის სფერო, მჭიდროდაა დაკავშირებული ოპერატიულ, სამობილიზაციო და საბრძოლო მომზადებასთან, სამხედრო ფსიქოლოგიასთან. ჯარების (ფლოტის ძალების) მომზადების ყველა სახის ორგანიზაციისა და მათი საომარი გამოყენებისათვის მეთაურთა შემადგენლობასა და შტაბებს აძლევს სახელმძღვანელო დებულებებს.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.