გამაჯანსაღებელი აზროვნება, რომელიც ორიენტირებულია ემოციების მართვაზე რეფლექსიის გზით. გონებრივი ოპერაციები ზემოქმედებენ სხვადასხვა ემოციის წარმოშობაზე და, მაშასადამე, მათი გაცნობიერება, ანალიზი და კორელაცია ძალმოსილია, შეცვალოს ან შეასუსტოს უადგილო და შეუსაბამო ემოციონალური რეაქციები. სანოგენური აზროვნების შესწავლა თავის თავში მოიცავს: გონებრივი ოპერაციებისა (ანალიზი, სინთეზი, განზოგადება, შედარება, ინტერპრეტაცია) და სხვადასხვა ემოციების (მათი როლი, სტრუქტურა) შესწავლას, გონებრივი ოპერაციების ანალიზის გზით იმ ემოციების გამოსწორებას (განსჯა-განბჭობა), რომლებმაც მიიღეს ქრონიკული უარყოფითი რეაქციების ფორმა. სანოგენური აზროვნების მიზანია ემოციონალური სტრესის ცუდი შედეგების თავიდან აცილება.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.