მეცნიერების დარგი, რომელიც იკვლევს იმ ფაქტორებისა და პირობების სისტემას, რომლებიც ხელს უწყობენ ბავშვების, მათი მშობლებისა და პედაგოგების ჯანმრთელობის განმტკიცებას. სასკოლო ვალეოლოგია მიზნად ისახავს, გამოიკვლიოს: პედაგოგიური პროცესის მონაწილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამ პროცესის განმაპირობებელი ფაქტორები; ბავშვებისა და მოზრდილების ჯანმრთელობის დაცვის, კორექციის, რეაბილიტაციის საშუალებათა ძიებისა და დამუშავების გზები, მათი სწავლება და განათლება მოცემულ სფეროში; განათლების ვალეოლოგიური შინაარსის მეთოდოლოგიური, თეორიული და მეთოდიკური პრობლემები; ვალეოლოგიური ასპექტების გათვალისწინებით პედაგოგიური კადრების მომზადების საფუძვლები.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.