|

სა სე
საა საბ საგ სად სავ საზ სათ საკ სამ სან საო საპ სას სატ საუ საქ საღ საშ საწ სახ საჯ

სასწავლო გეგმა

  1. დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს იმ სასწავლო დისციპლინების შედგენილობას, რომლებიც ისწავლება მოცემულ სასწავლო დაწესებულებაში, და მათ განაწილებას წლების მიხედვით, სწავლების მთელი ვადის მსვლელობაში. სასწავლო გეგმა, როგორც წესი, მოიცავს სამ ნაწილს:
  2. სასწავლო პროცესის გრაფიკს (თეორიული მეცადინეობების, სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის, საგამოცდო (ან ლაბორატორიულ-საგამოცდო) სესიების, სადიპლომო მუშაობის (ან სადიპლომო პროექტირების), არდადეგების პერიოდებს და მათ მონაცვლეობას სწავლების მთელი ვადის განმავლობაში;
  3. დროის ბიუჯეტის ჯუმლობრივი მონაცემები (სასწავლო პროცესის ყოველი პერიოდის საერთო ხანგრძლივობა. წლების მიხედვით და სწავლების მთელ პერიოდში;სასწავლო პროცესის გეგმა (აუცილებელი, ალტერნატიული და ფაკულტატიური დისციპლინების ჩამონათვალი, რომელშიც ნაჩვენებია: ყოველი მათგანის მოცულობა აკადემიურ საათებში და ამ საათების განაწილება კვირების, სემესტრებისა და სასწავლო წლების მიხედვით, გამოცდების, ჩათვლებისა და საკურსო სამუშაოთა (პროექტების) ჩატარების ვადები, და იმ საათების რაოდენობა, რომლებიც ეთმობა ლექციებს, სემინარებს, ლაბორატორიულ მუშაობას და ვარჯიშობებს ყოველ სასწავლო საგანში (სასწავლო გეგმის მესამე ნაწილში შეიძლება ნაჩვენები იყოს, აგრეთვე, სპეციალიზაციები).
    Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9