საგანმანათლებლო დაწესებულებათა კურსდამთავრებულების მომზადების შინაარსის, დონისა და ხარისხის შესაბამისობის დადგენა სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების მოთხოვნებთან. სასწავლო დაწესებულებათა ატესტაცია ტარდება სახელმწიფო საატესტაციო სამსახურის მიერ საამისოდ დადგენილი კანონის მიხედვით.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.