|

სა სე სი
საა საბ საგ სად სავ საზ სათ საკ სამ სან საო საპ სას სატ საუ საქ საღ საშ საწ სახ საჯ

სასწავლო კაბინეტი

ოთახი პროფესიულ სასწავლო დაწესებულებაში, სადაც განსაზღვრულ სასწავლო საგანში (ან რამდენიმე საგანში) ტარდება სასწავლო ან გაკვეთილგარეშე მეცადინეობები. სასწავლო გეგმებისა და პროგრამების თანახმად აღჭურვილია აუცილებელი დამხმარე სასწავლო საშუალებებით, ავეჯითა და სხვა მოწყობილობით. სასწავლო პროფესიული დაწესებულებებისათვის დამუშავებულია სასწავლო-თვალსაჩინოებისა და სწავლების ტექნიკურ საშუალებათა, ასევე, უფრო მასიური და ტიპიური სასწავლო კაბინეტებისათვის სასწავლომოწყობილობათა ტიპიური ჩამონათვალები, რომელთა განახლება სისტემატურად წარმოებს.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9