|

სა სე
საა საბ საგ სად სავ საზ სათ საკ სამ სან საო საპ სას სატ საუ საქ საღ საშ საწ სახ საჯ

სასწავლო მეცადინეობათა ცხრილი

დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ჯგუფში სასწავლო მეცადინეობათა პედაგოგიურად მიზანშეწონილ თანამიმდევრობას სასწავლო კვირის ყოველი დღისათვის და ამგვარად აკონკრეტებს სასწავლო გეგმას. ცხრილური ფორმით წარმოადგენს ერთი კვირის სქემას, რომელშიც კვირის ყოველი სამუშაო დღისთვის და ყოველი სასწავლო საათისათვის მოცემულია სასწავლო საგნის დასახელება ყოველი სასწავლო ჯგუფისათვის, მასწავლებელთა გვარები და ნაჩვენებია მეცადინეობის ადგილი (აუდიტორია, ლაბორატორია, სასწავლო სახელოსნოები). ცხრილს ამტკიცებს სასწავლო დაწესებულების დირექტორი.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9