სახვითი სიბრტყითი თვალსაჩინოების საშუალებათა ერთ-ერთი სახე. სასწავლო პლაკატები შეიცავს თვალსაჩინო და ლაკონიური ფორმით ადაპტირებულ სასწავლო ინფორმაციას შესასწავლი ობიექტებისა და მოვლენების, მათი აგებულების, თვისებების, იმ სხვადასხვა მოქმედებებისა და ოპერაციების შესრულების ხერხების შესახებ, რომლებიც აუცილებელია განსაზღვრული ცნებებისა და უნარ-ჩვევების ფორმირებისათვის. სასწავლო პლაკატები ტრადიციულად მიეკუთვნება სწავლების სადემონსტრაციო საშუალებებს, მაგრამ ამ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო გამოიყენება სასწავლო პლაკატების სერიები დასარიგებელი მასალის სახით,
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.