|

სა სე
საა საბ საგ სად სავ საზ სათ საკ სამ სან საო საპ სას სატ საუ საქ საღ საშ საწ სახ საჯ

სასწავლო საგანი

იმ ცოდნის, უნარებისა და ჩვევების დიდაქტიკურად დასაბუთებული სისტემა, რომლებიც ასახავს ცალკე აღებული მეცნიერების ან მეცნიერებათა ერთობლიობის ძირითად შინაარსს. სასწავლო საგანი ხასიათდება ცალკეული მეცნიერების შესაბამისი მასალის გადარჩევით (შერჩევით), მაგრამ ეს მასალა არ უნდა იყოს ამ მეცნიერების იგივური. როგორც წესი, გადარჩეული მასალა დალაგებულია წრფივად (სწორხაზოვნად) ან კონცენტრულად და ასახავს კონკრეტული მეცნიერების ლოგიკას, სასწავლო საგნის შინაარსი უშუალოდაა დაკავშირებული მოზარდის პიროვნების აღზრდის, სწავლების, განვითარებისა და განათლების მიზანთან. მას შეიძლება ჰქონდეს ინტეგრაციული ხასიათი, რომელიც აერთიანებს მრავალ კონკრეტულ მეცნიერებას. ასეთ შემთხვევაში ის იგება ყველა ამ მეცნიერების ლოგიკის გათვალისწინებით,
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9