|

სა სე
საა საბ საგ სად სავ საზ სათ საკ სამ სან საო საპ სას სატ საუ საქ საღ საშ საწ სახ საჯ

სასწავლო საქმიანობა

წამყვანი საქმიანობა, რომლის ჩარჩოებში მიმდინარეობს სოციალური გამოცდილების საფუძვლების კონტროლირებადი მითვისება, უპირველეს ყოვლისა, ძირითადი ინტელექტუალური ოპერაციებისა და თეორიული ცნებების სახით. ეს არის პრაქტიკული პედაგოგიური საქმიანობის სახე, რომლის მიზანია ადამიანი, რომელიც ფლობს კულტურის აუცილებელ ნაწილს და უფროსი თაობის გამოცდილებას, რაც სასწავლო პროგრამებითაა წარმოდგენილი ცოდნის ერთობლიობისა და მისი მოყენების უნარების ფორმით. სასწავლო საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მასწავლებლისა და მოსწავლის საქმიანობათა შესაბამისი შესრულების გზით. მიზნის მიღწევის დონის მიხედვით. სასწავლო საქმიანობა ორ რგოლად იყოფა, ესენია : სწავლება (ცოდნის გადაცემა) და სწავლა სასწავლო საქმიანობის დაგვირგვინება განისაზღვრება დიდაქტიკურ-დიაგნოსტიკური საქმიანობის მონაცემებით.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9