ქმედებები და ოპერაციები, რომლებიც გამოიყენება მოსწავლეთა მიერ ინფორმაციის მიღების, მეხსიერებაში შენახვისა და გამოყენების მიზნით. სასწავლო სტრატეგიები დამოკიდებულია მოსწავლეთა პიროვნების ფსიქოლოგიურ თავისებურებებსა და მახასიათებლებზე. მეცნიერთა მიერ, ჩვენშიც და საზღვარგარეთაც, გამოქვეყნებულია სტრატეგიების ძალიან დიდი რაოდენობა, რომელთაც ყოფენ ორ, ძირითად და დამხმარე, ჯგუფად. ძირითდი სტრატეგიების ჯგუფს მიეკუთვნება: სტრატეგიები, რომლებიც ბაზირებულია მეხსიერების მექანიზმებზე (მასალების დაჯგუფება, სტრუქტურირება, ლოგიკური კავშირების შექმნა, მოძრაობებისა და სახეების გამოყენება და სხვა.); კოგნიციური სტრატეგიები (დედუქციური და ინდუქციური მსჯელობების, შეპირისპირებითი ანალიზისა და სხვა. ხერხების გამოყენება); კომპენსატორული სტრატეგიები (მიხვედრა მნიშვნელობის შესახებ, სინონიმებისა და პარაფრაზის გამოყენება, არავერბალურ საშუალებათა გამოყენება ცნობების გადაცემისათვის, იმ ენობრივი საშუალებების გამოყენებისათვის თავის არიდება, რომელთა სისწორეში მოსწავლეებს ეჭვი ეპარებათ). დამხმარე სტრატეგიების ჯგუფს მიეკუთვნება: მეტაკოგნიციური სტრატეგიები (დავალებაზე მუშაობის პროცესის დაგეგმვა, სასწავლო საქმიანობის თვითშეფასება და თვითკონტროლი, საკუთარი სამუშაო ადგილის ორგანიზაცია და სხვა.); ემოციონალურ–ეფექტური სტრატეგიები (საკუთარი თავის ფლობა, განგაშისა და მშფოთვარეობის გრძნობისაგან განთავი– სუფლება, ემოციონალური თვითკონტროლი და სხვა.); სოციალური სტრატეგიები (ურთიერთობაში პარტნიორებთან კოოპერაცია და თანამშრომლობა, თანაგანცდა, თანამოსაუბრის უნარების, შესაძლებლობებისა და სოციოკულტურულ თავისებურებათა გათვალისწინება).
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.