|

სა სე
საა საბ საგ სად სავ საზ სათ საკ სამ სან საო საპ სას სატ საუ საქ საღ საშ საწ სახ საჯ

სასწავლო ტელევიზია

სწავლების ტექნიკური საშუალება. სასწავლო ტელევიზია (სატელევიზიო სისტემები) სასწავლო ამოცანების გამოყენების ხერხების მიხედვით იყოფა ღია და ჩაკეტილ სახეებად. ღია სატელევიზიო სისტემები „ფართო ეთერის“ მეშვეობით უზრუნველყოფენ სასწავლო პროგრამების გადაცემას არხებით, რომლებიც განკუთვნილია მასიური აუდიტორიისთვის. ღია სატელევიზიო სისტემების მოქმედების რადიუსი, რეტრანსლაციის წყალობით, შეიძლება შეუზღუდავი იყოს. ასეთი გადაცემების მოწყობისას მკაცრი დროითი რეგლამენტირების საკითხი წყდება მათი ვიდეოჩაწერების გზით.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9