აბ აგ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ
არა არტ არქ

არაცნობიერი

იმ ფსიქიკური პროცესებისა და მოვლენების ერთობლიობა, რომლებიც არ შედის ადამიანის ცნობიერების სფეროში. ეს ის პროცესები და მოვლენებია, რომლებსაც ვერ აკონტროლებს ცნობიერება. არაცნობიერი ჩვეულებრივი გაგებით ნიშნავს შეუგნებელ მოქმედებას, როცა სუბიექტს არა აქვს გათვალისწინებული თავისი მოქმედების მიზანი, განხორციელების საშუალებები და მოსალოდნელი შედეგები. როგორც ფსიქოლოგიური ცნება, არაცნობიერი გულისხმობს ისეთი ფსიქიკური პროცესებისა და მოვლენების არსებობას, რომლებსაც ცნობიერება აკლია. მაგალითად, აღქმა შეიძლება ცნობიერიც იყოს და შეიძლება არაცნობიერიც. ასეა სხვა ფსიქიკური პროცესებიც: ემოციები, სურვილები, მისწრაფებანი და სხვა მრავალი.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9