სასწავლო დაწესებულებებში მეცადინეობათა დაწყებიდან ძირითად არდადეგებამდე დროის პერიოდი. პირველად სასწავლო წელი დამკვიდრდა დასავლეთ ევროპისა და უკრაინის სკოლებში მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეების მიჯნაზე საკლასო-საგაკვეთილო სისტემის შემოღების მიხედვით. მეთექვსმეტე საუკუნის ბოლომდე ბავშვები სკოლაში შედიოდნენ სხვადასხვა დროს, მეცადინეობები ტარდებოდა მთელი წელი, არდადეგების გარეშე.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.