|

სა სე სი
საა საბ საგ სად სავ საზ სათ საკ სამ სან საო საპ სას სატ საუ საქ საღ საშ საწ სახ საჯ

საუბრის მეთოდი კვლევაში

პედაგოგიკურ კვლევაში ეს არის პედაგოგიკური ვერბალურ-კომუნიკაციური მეთოდი, რომელიც მკვლევარ მასწავლებელსა და რესპონდენტს შორის თემატიკურად მიზანმიმართული დიალოგის წაყვანაში მდგომარეობს, რესპონდენტისაგან ინფორმაციის მიღების მიზნით. საუბრის ფორმებია: კატეხიზური და ევრისტიკული. პედაგოგიკაში მისი დანიშნულების მიხედვით არჩევენ სამი სახის საუბარს: ინფორმაციულს, აღმზრდელობითსა და კვლევითს, საუბარი, როგორც კვლევის მეთოდი, უდავოდ ხელოვნებას წარმოადგენს. მისი შედეგები დიდადაა დამოკიდებული მკვლევარის პიროვნულ თვისებებზე, მის დამოკიდებულებაზე რესპონდენტის მიმართ. საუბარი შეიძლება იყოს ინდივიდუალური, ჯგუფური და კოლექტიური.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9