|

სა სე
საა საბ საგ სად სავ საზ სათ საკ სამ სან საო საპ სას სატ საუ საქ საღ საშ საწ სახ საჯ

საქმიანობა

გარესამყაროსადმი აქტიური მიმართების ფორმა. მისი შინაარსი შეადგენს ამ სამყაროს ცვლილებასა და გარდაქმნას, კულტურის ათვისებისა და განვითარების საფუძველზე. ცნება საქმიანობა ძალზე ზოგადია. ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში იგი ასეა განმარტებული: „საქმიანის თვისება; საქმის კეთება, შრომა, მუშაობა, მოღვაწეობა“. ცნება მოღვაწეობის შესახებ კი იგივე ლექსიკონი გვამცნობს: „საზოგადოების (ადამიანების.) სასარგებლოდ სისტემატური და ნაყოფიერი შრომა, მუშაობა, მოქმედება რომელიმე დარგში, ცოდნის ან მოქმედების რომელიმე სფეროში“. მოღვაწეობა არის საქმიანობის კერძო შემთხვევა. მოღვაწე ის არის, „ვინც თავი გამოიჩინა ცოდნის ან მოქმედების რომელიმე სფეროში საზოგადოებისათვის (ადამიანებისათვის) სასარგებლო სისტემატური და ნაყოფიერი შრომით", ღვაწლი საზოგადო. საქვეყნო საქმისათვის გაწეული შრომაა, ამაგი.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9