(artefactum arte ხელოვნება + factus გაკეთებული)ჩვეულებრივი გაგებით: ნებისმიერი ხელოვნურად შექმნილი ობიექტი, ადამიანური საქმიანობის პროდუქტი. ლაბორატორიულ კვლევებში: ეფექტები, რომლებიც გამოწვეულია ექსპერიმენტატორის შემთხვევითი ან წინასწარ განზრახული გავლენით ექსპერიმენტის მსვლელობაზე.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.