წიგნი, რომელშიც მეცნიერებისა და კულტურის მიღწევების თანამედროვე დონეზე სისტემური სახითაა გადმოცემული ცოდნის საფუძვლები განსაზღვრულ დარგში; სასწავლო ლიტერატურის ძირითადი და წამყვანი სახე. განათლების ყოველი საფეხურისა და სასწავლო დაწესებულების ყოველი სახისათვის (ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, პროფესიულ-ტექნიკური, საშუალო სპეციალური და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები და სხვა.), ასევე, თვითგანათლებისათვის იქმნება სახელმძღვანელოები, რომლებიც პასუხობენ განსაზღვრული ასაკობრივი და სოციალური ჯგუფების სწავლებისა და აღზრდის მიზნებსა და ამოცანებს.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.